თავში

რომელ სექტორებში აღარ ჩადეს ფული უცხოელმა ინვესტორებმა შარშან საქართველოში

რომელ სექტორებში აღარ ჩადეს ფული უცხოელმა ინვესტორებმ
რომელ სექტორებში აღარ ჩადეს ფული უცხოელმა ინვესტორებმა შარშან საქართველოში

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ეს იმას შიშნავს, რომ FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორში შემცირდა. სექტორიდან საინვესტიციო ნაკადის $221 მილიონიანი გადინება ფიქსირდება. 98%-ითაა შემცირებული  FDI ენერგეტიკის სექტორში, ხოლო 77%-იანი ვარდნაა ტრანსპორტის დარგში.

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა შემდეგ სექტორებში:

სასტუმროები და რესტორნები - -$221 მილიონი, კლება წინა წელთან -284%
ენერგეტიკა - $6 მილიონი, კლება წინა წელთან -98%
ტრანსპორტი - $13 მილიონი, კლება წინა წელთან -77%
დამამუშავებელი მრეწველობა - $68 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
კავშირგაბმულობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან -33%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $10 მილიონი, კლება წინა წელთან -25%


2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა შემდეგ სექტორებში:

საფინანსო სექტორი - $400 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $101 მილიონი, ზრდა წინა წელთან 94%
უძრავი ქონება - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 729%
მშენებლობა - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 76%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%

ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციები $49 მილიონ დოლარს უტოლდება, რაც წლიურ ჭრილში 84%-იან კლებაზე მეტყველებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system