თავში

რომელ სექტორშია მაღალი ხელფასები საქართველოში

რომელ სექტორშია მაღალი ხელფასები საქართველოში
რომელ სექტორშია მაღალი ხელფასები საქართველოში

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 12.2 ლარით გაიზარდა და 1417.0 ლარი შეადგინა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 319.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.3 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 257.2 ლარი, გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2020 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 9.2 ლარით და 1 157.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს.

ცნობისთვის, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system