თავში

რომელ ვალუტაში უფრო მომგებიანია ფულის შენახვა

რომელ ვალუტაში უფრო მომგებიანია ფულის შენახვა
რომელ ვალუტაში უფრო მომგებიანია ფულის შენახვა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.89% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.47%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.67%. 

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.50%, ხოლო ევროს წილმა 14.11%  შეადგინა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 26.47 მლრდ ლარი შეადგინა,რაც 216.81 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.41%-ით მეტი).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 36.68 პროცენტი შეადგინა.

პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით). 

იანვარში,წინა თვესთან შედარებით,ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 696.02 მლნ ლარით,ანუ 6.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.89%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 479.22მლნ ლარით, ანუ 3.10%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 3.43%-ით).

ცნობისთვის, დეპოზიტი არის კლიენტის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ამ შემთხვევაში დეპოზიტები მოიცავს როგორც ვადიან და მოთხოვნამდე ანაბრებს, ასევე მიმდინარე ანგარიშებსაც. თანხის განთავსებასა და სარგებლობაზე ბანკს შესაძლოა დაწესებული ჰქონდეს გარკვეული საკომისიოები. როგორც წესი, კომერციული ბანკები დეპოზიტის სინონიმად იყენებენ ანაბარს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system