თავში

რომელი ავიაკომპანიები განახორციელებენ რეგულარულ ფრენებს საქართველოში

რომელი ავიაკომპანიები განახორციელებენ რეგულარულ ფრენებს საქართველოში
რომელი ავიაკომპანიები განახორციელებენ რეგულარულ ფრენებს საქართველოში

"ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მათ შორის, Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება, ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს AirBaltic-სა და AirFrance-თან,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როდის და საიდან შესრულდება რეისები ემიგრანტების დასაბრუნებლად, იხილეთ აქ.

აქამდე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს, ძირითადად, „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებდა. ქართილმა ავიაკომპანიამ სამშობლოში ჯამში 3500 მოქალაქე დააბრუნა, თუმცა ჩარტერებს ასრულებდა პოლონური ავიაკომპანია „ლოტის“ და 2 რეისი შეასრულა Myway-მ, თუმცა ამ ეტაპზე სუბსიდირებული ჩარტერული რეისების განმახორციელებელ კომპანიებში „ჯორჯიან ეარვეისი“ ვერ მოხვდა. საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში Wizz Air-ი და Myway Airlines-ი დააბრუნებს.

შეგახსენებთ, 6 ივლისს გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობლი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად სუბსიდირებულ ავიარეისებს უნგრული ავიაკომპანია Wizz air-ი და ქართულია ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებენ. რეისებზე ბილეთის ფასი მაქსიმუმ 200 ევრო იქნება.
რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.

ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს.

მთავრობა ემიგრანტებისთვის ავიარეისებს დაასუბსიდირებს, ხოლო ავიაბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად და ბილეთებზე ადეკვატური ფასწარმოქმნისთვის სპეც-რეისებს არა ერთი, არამდედ, რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს. აქამდე ჩარტერული რეისების შესრულებაზე ნებართვა მხოლოდ "აირზენას" ჰქონდა, რის გამოც, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, კომერციულ ჩარტერებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები. ამასთან, თურნავას თქით, "აირზენამ" ბილეთები მთავრობასთან შეუთანხმებლად გაყიდა. ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ჩარტერული ფრენები Wizz Air-მაც განახორციელოს.

შეგახსენებთ, ქვეყანამ ავიასივრცე რეგულარული საერთასორისო ფრენებისთვის მხოლოდ 5 ქვეყანასთან გახსნა. ესაა: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს ინარჩუნებს.

ევროკავშირმა კი საქართველოს ავიასივრცე 1 ივლისიდან გაუხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system