თავში

რომელი კატეგორიის მანქანების განბაჟება გადავადდა

რომელი კატეგორიის მანქანების განბაჟება გადავადდა
რომელი კატეგორიის მანქანების განბაჟება გადავადდა

პირველ მაისამდე შემოყვანილი მანქანების დეკლარირების ვადა გახანგრძლივდა პირველ სექტემბრამდე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა, რაც ჯამში, მთავრობის მხრიდან 50 მილიონი ლარის შეღავათს, გადავადებას, გულისხმობს.

როგორც ჩანს, ეს სექტორისთვის გარკვეული ბიძგი აღმოჩნდა და საავტომობილო იმპორტი კრიზიდან გამოსვლას იწყებს. 

ავტოდილერების ინფორმაციით, თუ კორონავირუსის პანდემიის დაწყებისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან ავტომობილების რეალიზაცია თითქმის 80%-ით იყო შემცირებული, ახლა ეს რიცხვი 50%-იან მაჩვენებელზეა და ავტოიმპორტიორებიც მეტი დატვირთვით მუშაობენ.

ინდუსტრიაში ოპტიმისტური პროგნოზებიც აქვთ. განმარტავენ, რომ მომხმარებლის მხრიდან ავტომობილებსა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის.

"მოთხოვნა ბოლო დროს გაიზარდა. შეკვეთა პირადად მე 20%-ით გამეზარდა. ამერიკული მანქანების შეკვეთა მაქვს უფრო მეტად. ჩინურ მანქანებს ნაკლებად ითხოვენ. მაქვს გერმენულ მანქანის 3 შეკვეთაც. მოგეხსენებათ სატვირთო გადაზიდვები არ შეფერხებულა და ჩვენც უპრობლემოდ ვმოძრაობთ," - გვეუბნება იმპორტიორი ზაურ ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, ავტოდილერები განბაჟების 2-3 თვით გადავადებას ბოლო კვირაში აქტიურად ითხოვდნენ.

საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო საქართველოს საზღვრების ჩაკეტვამ ავტოიმპორტიორები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ორი კვირაა, ვეღარ ფუნქციონირებს რუსთავის ავტობაზრობა. მეწარმეები, ვისაც მანქანები რეექსპორტზე, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში გასაყვანად ჩამოჰყავდათ, ყოველდღიურად ზარალობენ.

მოქმედი კანონმდებლობით, მანქანის საქართველოში შემოყვანის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ავტოიდილერები დღეში მხოლოდ 1 ლარს იხდიდნენ, მესამე თვეს კი ვალდებულნი არიან დღეში 5 ლარი შეიტანონ ბიუჯეტში, 3 თვის მერე კი ჩამოყვანილი მანქანები ან უნდა განაბაჟონ ან ჯარიმა დაეკისრებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system