თავში

რომელი კომპანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზარზე

რომელი კომპანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზარზე
რომელი კომპანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზარზე

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერები ავიაკომპანიები „ვიზეარი“, „თურქეთის ავიახაზები“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ არიან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე “Wizz Air” ლიდერობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წილმა შარშან 16%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2018 წელს მისი წილი ბაზარზე 12%-ს შეადგენდა. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლით მეორე ადგილზე “Turkish Airlines”-ია, ხოლო მესამე ადგილს, 10%-ით ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი იკავებს.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ავიაკომპანია Wizz Air – 825 290 მგზავრი 16%;
2. ავიაკომპანია Turkish Airlines – 572 181 მგზავრი 11%;
3. ავიაკომპანია Georgian Airways – 500 482 მგზავრი 10%;
4. ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 207 588 მგზავრი 4%;
5. ავიაკომპანია Fly Dubai – 204 364 მგზავრი 4%;
6. ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 4%
7. ავიაკომპანია Pegasus – 180 761 მგზავრი 4%;
8. ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
9. ავიაკომპანია SkyUp Airlines – 156 186 მგზავრი 3%
10. ავიაკომპანია Air Arabia – 144 216 მგზავრი 3%;

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 11% ქართული ავიაკომპანიები (565 779 მგზავრი) და 89% უცხოური ავიაკომპანიები (4 546 253 მგზავრი).

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წელს გადაყვანილ იქნა 5 112 032 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები შარშან სულ 5 209 505 მგზავრს მოემსახურა.

ადგილობრივი ავიაბაზრის 3%-ს "აზერბაიჯანის ავიახაზები" ითვისებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system