თავში

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ბიოპროდუქტებს

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ბიოპროდუქტებს
რომელი ქვეყნები აწარმოებენ ბიოპროდუქტებს

როგორც East fruit წერს, ორგანული ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნებია იტალია, თურქეთი, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი და გერმანია. ეს თემა UHBDP-მა გამოკვლია და აღმოჩნდა, რომ 2017 წელს ორგანული ხილის ბაღების საერთო ფართობმა 204 ათას ჰექტარზე მეტი შეადგინა.

ამასთან, ხილის ბაღების ყველაზე დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყნებია: თურქეთი (26 ათას ჰექტარზე მეტი), იტალია (დაახლოებით, 25 ათასი ჰექტარი), ჩინეთი (22,4 ათასი ჰექტარი), პაკისტანი (18 ათასი ჰექტარი), საფრანგეთი (16,7 ათასი ჰექტარი) და აშშ (თითქმის 12 ათასი ჰექტარი).

აღნიშნული კვლევა ცხადყოფს, რომ 2004 წლის შემდეგ, ნათესების რაოდენობა გაომაგრდა. ამასთან, ორგანული ხილის ძირითადი კულტურებია: ვაშლი (საერთო ფართობის 40%), მსხალი (10%), ალუბალი (8%), ქლიავი (8 %) და გარგარი (7%).

2017 წელს ბოსტნეულის  ნათესების საერთო ფართობმა 676 ათას ჰექტარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წელში ორგანული ბოსტნეულისთვის ტერიტორიები 6-ჯერ გაიზარდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასეთი ზრდა ძირითადად იტალიაში, ჩინეთსა და ესპანეთში ორგანული ბოსტნეულის წარმოების გაფართოვებამ განაპირობა.

ამასთან, გაყიდვების მხრივ, ორგანულ ხილსა და ბოსტნელს ყველაზე დიდი საბაზრო წილი აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვედეთში.

კვლევის მიხედვით, ორგანული პროდუქტების მოხმარება ყველაზე მეტად აშშ-ში გაიზარდა, სადაც 2017 წელს ხილისა დ ბოსტნეულის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლმა დაახლოებთ, 16, 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 5,3%-ით მეტია. ამასთან, 2011-დან 2015 წლამდე აშშ-ში ორგანული ხილის გაყიდვები 123%ით არის გაზრდილი, ხოლო, ბოსტნეულის 92%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system