თავში

რომელი ქვეყნებისგან ყიდულობს საწვავს საქართველო

რომელი ქვეყნებისგან ყიდულობს საწვავს საქართველო
რომელი ქვეყნებისგან ყიდულობს საწვავს საქართველო

2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 176,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,3%-ს შეადგენს. 

ამის შესახებ REPORT GE-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

საწვავის იმპორტიორ უმსხვილესი ქვეყნების სამეულში მეორე მესამე ადგილებს რუმინეთი, აზერბაიჯანი ინაწილებენ.

ბენზინის და დიზელის იმპორტის საერთო მოცულობაში წილობრივი გადანაწილებით შემდეგ პოზიციებზე მოდიან: 

რუმინეთი - 90,2 ათასი ტონა (18,1%), 

აზერბაიჯანი - 88,8 ათასი ტონა (17,8%), 

თურქმენეთი - 50,3 ათასი ტონა (10,1%),

ბულგარეთი - 36,6 ათასი ტონა (7,4%); 

საბერძნეთი - 21,4 ათასი ტონა (4,3%), 

ყაზახეთი - 20,3 ათასი ტონა (4,1%), 

თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (1,8%), 

გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (0,3%), 

ავსტრია - 1,3 ათასი ტონა (0,3%); 

შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); 

სინგაპური - 1,0 ათასი ტონა (0,2%); 

ჰონკონგი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 497,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system