თავში

რომელი ქვეყნის ტურისტების მოსაზიდად მუშაობს მთავრობა

რომელი ქვეყნის ტურისტების მოსაზიდად მუშაობს მთავრობა
რომელი ქვეყნის ტურისტების მოსაზიდად მუშაობს მთავრობა

მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეკონომიკის მინისტრმა დაასახელა ის ქვეყნები, რომლის მთავრობებთან ტურისტების მიღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები.

მინისტრის თქმითვე, იწყება საფრანგეთთან კომუნიკაციაც ამ საკითხზე.

„პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთელი მთავრობა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო, პერმანენტულ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს კოლეგებთან. მე სისტემატიური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის, ტურიზმის მინისტრებთან, იმ უწყებებთან, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ შევიმუშაოთ უსაფრთხო კორიდორების წესები და ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ. ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ - ერთი ქვეყანა, სადაც თვლიან, რომ მათი ტურისტები ჩავლენ. ასევე, სხვა ქვეყანასთან ვაგრძელებთ მუშაობას. არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ესაა ევროპული ქვეყნები, მათ შორის ის ქვეყნები, საიდანაც ბოლო დროს დიდი ინტერესი იყო ტურისტული თვალსაზრისით, ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას, ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს.

36 ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა.

მთავრობისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა პრიორიტეტულია.

უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს.

ფრენებს საქართველოში ივნისიდან განაახლებს Turkish Airlines-იც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system