თავში

რომელი პროდუქტები ძვირდება მსოფლიოში

რომელი პროდუქტები ძვირდება მსოფლიოში
რომელი პროდუქტები ძვირდება მსოფლიოში

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, მესამე თვე უწყვეტად იზრდებოდა, რის შედეგადაც ფასების ინდექსმა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულს მიაღწია.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.
ფასების ზრდის უმთავრეს მიზეზად მცენარეულ ზეთზე გაზრდილი ფასი დასახელდა, რამაც ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბერში, ფასების 2.5%-ზრდა გამოიწვია, რითაც, საბოლოო, 181.1 ქულიანი ნიშნული დაფიქსირდა. 

მცენარეულ ზეთზე, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ფასები 9.4%-თ იყო მომატებული. მცენარეული ზეთი შვიდი თვე უწყვეტად ძვირდებოდა. მიზეზეად კი მისი ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენება სახელდება.

ზეთის გაძვირების მიზეზად მიჩნეულია ასევე სოიოს, მზესუმზირის და სხვა მცენარეული ზეთის მარაგების შემცირებაც.

დეკემბერში 4.9%-ით გაძვირდა შაქარიც. ზეთის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მიზეზად შაქრის ლერწმის, საწარმოო პროცესში გაზრდილი გამოყენებაა მოაზრებული. FAO-ს განმარტებით, ბრაზილიაში ლერწამს ეთანოლის დასამ,ზადებლად გამოიყენებენ, რამაც მსოფლიო ბაზარზე შაქრის მარაგები შეამცირა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი დეკემბერში მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა და 191.6 ქულა შეადგინა. ნოემბრის თვესთან შედარებით იგი თითქმის არ შეცვლილია, თუმცა 2018 წლის დეკემბრის თვის ნიშნულს 18%-ით აღემატება. ერთწლიან ჭრილში ხორცის გაძვირების მიზეზად  ხორცის და ხორც პროდუქტების უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიით ცხოველების მასოვრივი განადგურება სახელდება.

უცვლელია სიმინსის ფქვილის ფასი, თუმცა 1.4%-ით გაიზარდა FAO-ს მარცვლეულის ფასები. პურის ფქვილის გაძვირებას FAO საფრანგეთში საპროტესტო დემონსტრაციებსა და გაფიცვებს უკავშირდებს. სწორედ ამის გამო შეფერხდა საფრანგეთის მხრიდან ფქვილის მიწოდება.

3.3%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ყველზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება.

ცნობისთვის, FAO არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system