თავში

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად
რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 %შეადგინა.

წინა წლის სექტემბერტან შედარებით, ყველაზე მეტად საზამთრო გაძვირდა. მასზე ფასი  91.2%-ით გაიზარდა. ხილიდან, საზამთროს შემდეგ, ყველაზე მეტად გაძვირებულია ქლიავი, რომლის ფასმა  44.9%-ით მოიმატა, ატამი კი 39.3%-ით გაძვირდა.

ბოსტნეულიდან სიძვირით ლიდერობს ნიორი, რომლის ფასმა 90,8%-ით მოიმატა. გაძვირებულია მწვანე ლობიოც, რომლის ფასის ზრდამ 48.5 %-ი შეადგინა.  35.6%-ითაა გაძვირებული ხახვი.

პირველადი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად გაძვირებულია შაქარი, რომლის ფასმა 33.7%-ით მოიმატა.

რაც შეეხება სერვისებს, 68.3%-ით არის გაძვირებული საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი, ხოლო 33.9%-ითაა გაზრდილი მუზეუმის ბილეთის საფასური.

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა 29.8%-ით, ხოლო იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი 29.5%-ით.

ინფორმაცია მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფომაციაზე დაყრდნობით. შედარებულია 2019 წლის სექტემბრის ფასები გასული წლის იმავე თვის ფასების მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system