თავში

რომელი პროდუქტების იმპორტი შემცირდა მაისში

რომელი პროდუქტების იმპორტი შემცირდა მაისში
რომელი პროდუქტების იმპორტი შემცირდა მაისში

2020 წლის მაისში, იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს, 6.6 პროცენტს, სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 20.7 პროცენტით შემცირდა და მთლიანი იმპორტის ცვლილებაში -1.1 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, იმპორტზე კლების მიმართულებით მნიშვნელოვნად იმოქმედა მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა (ჯამურად -10.5 პპ). მოიკლო ასევე ნავთობის აირების, სამკურნალო საშუალებების, სატელეფონო აპარატებისა და გამომთვლელი მანქანებისა და ბლოკების იმპორტმა. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ხორბალი-მესლინისა და შაქრის იმპორტი.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, მაისში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.

შეგახსენებთ, 2020 წლის მაისში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, სომხეთი, გერმანია, უკრაინა და აზერბაიჯანი. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 64 პროცენტი მოდიოდა.  2020 წლის მაისში საქონლის იმპორტი წლიურად 34.5 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც, ეროვნული ბანკის შეფსებით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ფონზე, ორივე ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობროდუქტების შემოტანის კლებას უკავშირდება. 

იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთიდანაც, რასავ ეროვნული ბანკი ჰაერის კონდენცირების მოწყობილობებისა და პოლიეთერების იმპორტის კლებით ხსნის, ხოლო აშშ-დან იმპორტის კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა.

თურქეთიდან იმპორტის შემცირებას სებ-ი უკავშირებს სამკურნალო საშუალებების შემოტანის კლებას, ხოლო გერმანიიდან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შესყიდვების შემცირებას.

სებ-ის განმარტებით, პოლონეთიდან იმპორტმა დაიკლო 10-ზე მეტი მგზავრის გადაყვანისათვის საჭირო მანქანების შესყიდვების კლების გავლენით.

გაიზარდა იმპორტი სომხეთიდან და ბრაზილიიდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მატების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system