თავში

რომელი პროდუქტების იმპორტი შემცირდა საქართველოში

რომელი პროდუქტების იმპორტი შემცირდა საქართველოში
რომელი პროდუქტების იმპორტი შემცირდა საქართველოში

საქსტატის ცნობით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. 

აქედან ექსპორტი - $2.4 მილიარდი (14.9%-ით ნაკლები), იმპორტი კი $5.7 მილიარდი იყო (15.9%-ით ნაკლები). 

თანხობრივად, ყველაზე მეტად საქართველოში წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა.  კლებამ $258 მილიონი შეადგინა. 

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ათეული ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - $560.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -31.5%;

2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $415.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.8%;

3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $366.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -32.5%;

4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $230.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -12%;

5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა (ბუნებრივი აირი) - $197.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.7%;

6. სატელეფონო აპარატები, სმარტფონები - $114.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -15.9%;

7. ხორბალი და მესლინი - $80.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.2%;

8. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $51.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -23.1%;

9. სატვირთო ავტომობილები - $48.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.7%;

10. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - $47 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.5%;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system