თავში

რომელი სოციალური ჯგუფები მიიღებენ კომპენსაციას

რომელი სოციალური ჯგუფები მიიღებენ კომპენსაციას
რომელი სოციალური ჯგუფები მიიღებენ კომპენსაციას

ანტიკრიზისული გეგმიდან, კომპენსაციების გაცემის პაკეტი ჩვენი საზოგადეობის ბევრ ჯგუფს მოიცავს. პირველ რიგში ეს მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ვეღარ ღებულობენ ხელფასს. ისინი არიან ან დროებით უხელფასო შვებულებაში ან არიან უმუშევრები. თითოეული მათგანი მიიღებს 1200 ლარიან პაკეტს შემდეგი 6 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება დასაქმებულებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ შემთხვევში მთავრობის მიზანი მათი სამსახურის და შემოსავლის შენარჩუნებაა.

„ამ შემთხვევაში ჩვენ სამსახურის შენარჩუნების პროგრამა გვაქვს. რაც თავის შინაარსში მოიცავს შემდეგს: ყოველი დამსაქმებელი ანუ კომპანია, იურიდიული პირი, რომელიც შეინარჩუნებს 1500 ლარამდე სამუშაო ადგილს 750 ლარის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. ესეც შემდეგი 6 თვის განმავლობაში," - აღნიშნა მინისტრმა და თვითდასაქმებულების ჯგუფზეც გაამახვილა ყურადღება.

"ამ ჯგუფის მიმართ გვაქვს შესაბამისი მიდგომა. ეს არის ძალიან გამარტივებული გზა თუ როგორ უნდა დაადასტურონ რომ იღებდნენ შემოსავალს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სქემა, რომლითაც ამას დავადგენთ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვე 200 ლარით დაეხმარება.

300-ლარიან დახმარებას სთავაზობს ხელისუფლება თვითდასაქმებულებს მათი იდენტიფიცირების შემდეგ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system