თავში

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები?

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები?
რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები?

გამოცემა BrandZ-მა მსოფლიოში არსებული პრენდების ტოპ 100-ეული გამოაქვეყნა. 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად კვლავ Amazon რჩება. კომპანიის ღირებულება გასული წლის განმავლობაში 64%-ით გაიზარდა და  683,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Apple რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს (612 მილიარდი აშშ დოლარი, ზრდა 74%-ით).

Google მესამე პოზიციაზე გადავიდა. ბრენდის ღირებულება 42%-ით გაიზარდა და 458 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, Microsoft-მა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა (ზრდა 26% -ით 410,27 მილიარდ დოლარამდე).

მეხუთე ადგილს ჩინური კომპანია Tencent იკავებს. კომპანიის ღირებულება, რომელიც QQ-ს, WeChat-ს, WeChat Pay-ს, WeSing-ს და სხვა კომპანიებს აერთიანებს, 60%-ით გაიზარდა და 240,93 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Facebook-ის ფასმა 54%-ით მოიმატა და 226.74 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system