თავში

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი საქართველოში

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი საქართველოში
რომელია ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა, თუმცა რეალიზაციის მხრივ ,,ტოიოტა პრიუსი" პირველობას არ თმობს. როგორც იმპორტიორები აღნიშნავენ, შიდა ბაზარზე იგი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია.

ავტოდილერი ელგუჯა ჯამაგიძე report.ge-თან ამბობს, რომ ამ ბრენდის ქვეშ საქართველოში სხვადასხვა თაობის მანქანა შემოდის. იმის გამო, რომ ძველი ავტომანქანების შემოყვანა უკვე ხარჯებთან არის დაკავშირებული,  ამიტომ მოსახლეობა 2010 წლის ზემოთ ჰიბრიდებს ირჩევს. ადგილობრივ ბაზარზე ,,პრიუსის" გაყიდვების  წილი 40%-ს შეადგენს.ხოლო რეექსპორტისთვის ეს მაჩვენებელი 20-25%-ის ფარგლებშია.  მისი უპირატესობა სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, როგორც ჯამაგიძე აღნიშნავს,  ეკონომიურობა და ტექნიკური მომსახურების შედარებით ნაკლები ხარჯია.

,,მსოფლიო ბაზრებზე „ტოიოტა პრიუსი“ 1997 წლიდან სერიულად გამოდის. მისი რეალიზაცია უფრო მართებულია შიდა ბაზრისთვის, მაგრამ ახლა მოთხოვნა მასზეც შემცირდა. ეპიდემიის გამო იმდენად რთული სიტუაციაა შექმნილი, რომ საეჭვოა, მანქანის გამოცვლაზე ვინმემ იფიქროს. კომპანიებიც ნაკლებად ცდილობენ ავტოპარკის განახლებას, რაც გაყიდვებზე ნეგატიურად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ავტომანქანების ფასი თითქმის არ შეცვლილა. ჩვენთან ძირითადად 2010-2014 წლებში გამოშვებული ,,ტოიოტა პრიუსი" იყიდება, რომლის ღირებულებაც 5500 - 7000 დოლარის ფარგლებშია. შეიძლება, მისი ბევრი პარამეტრი არ მომწონს, მაგრამ ეკონომიურობის და ტექნიკური მომსახურების ფასის გამო უფრო მიმზიდველია", - განმარტავს ელგუჯა ჯამაგიძე.

რაც შეეხება ,,ტოიოტა პრიუსის" რეექსპორტს, ავტოდილერის თქმით, ამ მოდელის ყველაზე მეტი ავტომობილი დღესდღობით უკრაინაში გადის. რაც შეეხება შუააზიისს ბაზარს, ჯამაგიძე ამბობს, რომ  ,,პრიუსი" იქ ნაკლებად მოთხოვნადია, რადგან უფრო კორეულ მანქანებს აქვს უპირატესობა, რომელთა მომსახურება ადგილზე გახსნილი ქარხნების გამო შედარებით იაფი უჯდებათ. 

რაც შეეხება ავტომობილების განბაჟების პირობას, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ მაისამდე შემოყვანილი მანქანების დეკლარირების ვადა გახანგრძლივდა პირველ სექტემბრამდე.  საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა, რაც ჯამში, მთავრობის მხრიდან 50 მილიონი ლარის შეღავათს, გადავადებას, გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system