თავში

რომელმა ბანკმა ნახა ყველაზე დიდი მოგება - ბანკების რეიტინგი

რომელმა ბანკმა ნახა ყველაზე დიდი მოგება - ბანკების რეიტინგი
რომელმა ბანკმა ნახა ყველაზე დიდი მოგება - ბანკების რეიტინგი

ეროვნულ ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან პირველ ადგილზე კვლავ "თიბისი ბანკია", რომლის აქტივების ღირებულებამაც 18 მილიარდი ლარი შეადგინა, წმინდა მოგების მხრივაც პირველ ადგილზე "თიბისი ბანკია", რომლის მოგებამაც 2019 წელს 392 მილიონი ლარი შეადგინა. 

17-მილიარდიანი აქტივებით მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკია", რომლის მოგება 2019 წელს 390.4 მილიონ ლარია

აქტივების ზომით უმსხვილესი ბანკების სამეულის ბოლო ადგილზე 2.1-მილიარდიანი აქტივებით "ლიბერთი ბანკია". წმინდა მოგების მხრივ, საბანკო სექტორში სამულის ბოო, მესამე, ადგილზე "კრედო ბანკი" გავიდა, რომელმაც 2019 წელი 27.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.
ფინანსურ ზარალზე მხოლოდ ორი - "სილქ როუდ"(210 ათას ლარიანი ზარალი) და "პაშა ბანკებია"(ზარალი 8 მილიონი ლარი).

 ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "ქართუ ბანკის" მოგებამ შარშან 22 მლნ ლარი შეადგინა


კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მხრივ ასე გამოიყურება:

1 "თიბისი ბანკი" - 392,114,132 ლარი;
2 "საქართველოს ბანკი" - 390,435,262 ლარი;
3 "კრედო ბანკი" - 27,699,088 ლარი;
4 "ლიბერთი ბანკი" - 26,832,117 ლარი;
5 ბაზისბანკი - 24,830,002 ლარი;
6 "პროკრედიტ ბანკი" - 23,131,243 ლარი;
7 "ქართუ ბანკი" - 22,449,122 ლარი;
8 ტერაბანკი - 20,241,573 ლარი;
9 "ვითიბი ბანკი" - 13,656,751 ლარი;
10 "ხალიკ ბანკი საქართველო" - 7,647,408 ლარი;
11 "იშ ბანკი საქართველო" - 5,807,767 ლარი;
12 "ზირაათ ბანკი საქართველო" - 3,471,759 ლარი;
13 "ფინკა ბანკი საქართველო" - 3,398,621 ლარი;
14 "სილქ როუდ ბანკი" - მინუს 210,554 ლარი;
15 "პაშა ბანკი საქართველო" - მინუს 8,209,436 ლარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system