თავში

რომელმა უწყებამ დახარჯა ყველაზე მეტი საგანგებო მდგომარეობის დროს

რომელმა უწყებამ დახარჯა ყველაზე მეტი საგანგებო მდგომარეობის დროს
რომელმა უწყებამ დახარჯა ყველაზე მეტი საგანგებო მდგომარეობის დროს

საერთაშორისო გამჭირვალობა საქარველოს კვლევით, საგანგებო მდგომარეობის დროს, 21 მარტი - 22 მაისის პერიოდში, გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი თანხა დახარჯა:

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ - 19.9 მლნ ლარი. მათ შორის: 18.0 მლნ ლარი - სასტუმროების დაქირავებაზე, 855 ათასი ლარი - სამედიცინო მოწყობილობებზე, ხოლო 800 ათასი ლარი - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ - 10.4 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 10 მლნ ლარამდე სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე მოდის.

ჯანდაცვის სამინისტრომ - 9.4 მლნ ლარი დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა 8.2 მლნ ლარამდე სამედიცინო მოწყობილობებზე დაიხარჯა, ხოლო 1 მლნ ლარი ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 190 000 ლარი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე დაიხარჯა.

ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ - 7.7 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 6.0 მლნ ლარამდე სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობის და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე დაიხარჯა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა - 4.9 მლნ ლარი, მათ შორის 4.4 მლნ სასტუმროების დაქირავებაზე მიიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, მთელი 2019 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვების გზით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 14.0 მლნ ლარამდე დახარჯა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2.2 მლნ ლარამდე. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვების გზით დახარჯულ თანხას, ეს რიცხვი 2.5 მლნ ლარს შეადგებს და თითქმის 4-ჯერ ნაკლებია საგანგებო მდგომარეობის 2 თვიან პერიოდში დახარჯულ თანხაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system