თავში

რთველი 2020-მა ფერმერების მოლოდინი გაამართლა

რთველი 2020-მა ფერმერების მოლოდინი გაამართლა
რთველი 2020-მა ფერმერების მოლოდინი გაამართლა

კახელი ფერმერები წლევანდელი რთველის შედეგს აფასებენ და ამბობენ, რომ მათი მოლოდინი გამართლდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, სტიქიისგან მიყენებული ზარალი გლეხებმა რეალიზაციის საშუალებით გადაფარეს. როგორც წინანდალელი მეღვინე ოთარ ბერძენიშვილი report.ge-თან ამბობს, გაფუჭებული ყურძენიც კი გაიყიდა და არც ერთ ოჯახს რეგიონში რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. 

თუმცა არის გამოწვევაც. ამ მხრივ ბერძენიშვილი ყურძნის ფასს პრობლემად მიიჩნევს, რაც მისი თქმით,  წელს, შედარებით დაბალია.

,,საფერავი 1,50 ლარად ჩავაბარეთ, სტანდარტული ყურძნის ფასი კი 80 თეთრი იყო. ცხადია, ეს არ არის ის ფასი, რაზეც გლეხები ოცნებობენ, თუმცა წლევანდელი სეზონი მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების განმავლობაში, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე, მთავრობის მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მივიღეთ, რაც პრობლემის დაძლევაში ძალიან დაგვეხმარა. ფაქტობრივად, არც ერთ ოჯახში გაუყიდავი ყურძენი არ დარჩენილა იმის მიუხედავად, რომ სტიქიამ ხარისხის მხრივ პრობლემა შeგვიქმნა. გაფუჭებული ყურძენიც კი ჩავაბარეთ. წინა ხელისუფლების დროს ამ მხრივ დაბრკოლებას მუდმივად ვაწყდებოდით, რაც დღეს საბოლოოდ მოგვარებულია. მოსავალი დიდი იყო და მან მთელი ხარჯი გადაფარა. ვერ იტყვი, რომ ხარვეზი არ იყო, მაგრამ სახელმწიფო გლეხის მხარეზე იყო, არჩევნებმაც ალბათ გარკვეულწილად იმოქმედა. არ მეგულება არავინ, ვინც ამ სეზონზე იზარალა. ასეა ჩემს შემთხვევაშიც, 10 ტონა მოსავალი მივიღე, შარშანდელთან შედარებით აშკარად მეტია. ღვინოს შიდა ბაზარზე გავყიდი. წარმოებას ყოველწლიურად ვზრდი და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ექსპორტზე გატანის მეტი შესაძლებლობა გამიჩნდება", - ამბობს წინანდალელი ფერმერი. 

ცნობისთვის,  2020 წლის რთველი დასრულებულია და მევენახეებმა სულ 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს. ყურძნის ჩაბარებაში წელს პირველად ჩართული იყო „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც მეღვინეებს ყურძნის ჩაბარებაში ეხმარებოდა.

,,სახელმწიფოს მხრიდან შესაძენი ყურძნის თანხა იყო მთლიანად 100 მლნ ლარი, ან ცოტა მეტი, მაგრამ აქ ნაწილი იყო ბიუჯეტის რესურსი და ნაწილი სახელმწიფო კომპანიის სუბსიდირება," - ასე პასუხობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კითხვას, თუ რა დაუჯდა წელს რთველი ბიუჯეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system