თავში

"რუისპირის ბიოდინამიურმა მეურნეობამ" "ოცნების" ლიდერებს უმასპინძლა

"რუისპირის ბიოდინამიურმა მეურნეობამ" "ოცნების" ლიდერებს უმასპინძლა
რუისპირის ბიოდინამიურმა მეურნეობამ ოცნების ლიდერებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის მერთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად "რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში" იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მეურნეობა არის ნათელი მაგალითი, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს. ხელისუფლებისთვის ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა პრიორიტეტულია და

ამ კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის სახით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გრძელდება მოსახლეობის მხარდაჭერა რთველის სეზონზე, რათა შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივებს ყურძნის მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.

პრემიერის თქმით, 2013-2019 წლებში ჯამურად რეგიონში 1 120 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მეურნეობის მფლობელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა პროდუქციის წარმოების შესახებ და აღნიშნა, რომ მეურნეობის მოწყობისთვის ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საწარმომ ევროპაში ექსპორტზე დაახლოებით 11 000 ბოთლი სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ბიოღვინო გაიტანა.

მეურნეობაში ათობით ადამიანია დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system