თავში

რუსეთ-საქართველოს ფრენების სუბსიდირება არ მოხდება

რუსეთ-საქართველოს ფრენების სუბსიდირება არ მოხდება
რუსეთ-საქართველოს ფრენების სუბსიდირება არ მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას სახელმწიფო არ გეგმავს. მისივე თქმით, პირდაპირი ფრენები ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.

"ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან არ განვიხილავთ. დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირ ფრენებს ვახორციელებთ, რაც არის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად. კომერციულად უფრო საინტერესო და მისაღები უნდა იყოს ქვეყნისთვის სუბსიდირება. პირდაპირი ფრენები ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თბილისში, ე.წ. გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენებისა და აგორებული საპროტესტო ტალღის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system