თავში

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს გადახედავს

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს გადახედავს
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს გადახედავს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს დააწესებს. კვოტის პარამეტრები მოსავლის აღების შემდეგ, ოქტომბერში დადგინდება.

”არასატარიფო კვოტის ზომა განისაზღვრება მიწოდების ნაშთებისა და მოსავლის მოცულობის საფუძველზე”, - თქვა პატრუშევმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მსოფლიოში რუსულ მარცვლეულზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო საკონტროლო ზომების არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი დეფიციტი შიდა ბაზარზე. ამავე დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის წლის პირველი ნახევრისთვის ასეთი ღონისძიების გამოყენება არ არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანა მუშაობს ხორბლის წარმოების ზრდაზე და რადგან გადასახადის დაწესება არ იცავს შიდა ბაზარს აგრესიული ექსპორტისგან, ამ ეტაპზე მთავრობა ვერ ხედავს ამ ინსტრუმენტის გამოყენების საჭიროებას.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020-21 წლების სეზონზე 45 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტს პროგნოზირებს, მათ შორის, 35 მლნ ტონა იქნება ხორბალი.

შარშან მოქმედი კვოტა მარცვლეულის ექსპორტისთვის 7 მილიონი ტონის ოდენობით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system