თავში

რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ზრდის

რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ზრდის
რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ზრდის

12 იანვრიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 94.9 დოლარიდან 98.2 დოლარამდე გაიზრდება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქერზე საბაჟო გადასახადი 83.5 დოლარიდან 86.2 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე 69 დოლარიდან 67.7 დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული გადასახადი 18 იანვრამდე იმოქმედებს.

გარდა ამისა, რუსეთი 2022 წლიდან მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავს.

მომავალი წლისთვის რუსეთიდან საექსპორტოდ 11 მლნ ტონა მარცვლეული იქნება განკუთვნილი, მათ შორის, 8 მლნ ტონა ხორბალი.

2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით.

საქართველოში ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი რუსეთიდან ხორციელდება. 2020 წელს ხორბლის მთლიანი იმპორტის 95%-ს რუსული ხორბალი შეადგენდა, ამერიკული ხორბლის იმპორტი კი მხოლოდ 4% იყო. 2012-2015 წლებში შედარებით დიდი რაოდენობით ხორბლის იმპორტი ხდებოდა ყაზახეთიდან და უკრაინიდან, თუმცა ის მალევე ჩაანაცვლა რუსულმა ხორბალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system