თავში

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას გეგმავს

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას გეგმავს
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას გეგმავს

რუსეთი 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებას აპირებს. კვოტირება იმოქმედებს 18 მილიონ ტონამდე მარცვლეულზე. იზრდება საბაჟო ტარიფებიც.

იმის გამო, რომ საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია, ქართველი იმპორტიორები შიდაბაზარზე ხორბლის დაახლოებით 40 დოლარით გაძვირდებას ელოდებიან. 

ფოთის მარცვლეულის ტერმინალიუს ცნობით, ფოთამდე მოტანილი 1 ტონა რუსული ხორბლის ფასი დეკემბერში დაახლოებით 260-262 დოლარი იყო. მას შემდეგ, რაც კვოტირება და გაძვირებული საბაჟო მომსახურება ძალაში შევა, პროდუქტის ლოგისტიკა და იმპორტის თვითღირებულება გაძვირდება, რაც მის სარეალიზაციო ფასზე აისახება. 

ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გენერალური დირექტორის, ქეთევან კუბლაშვილის, განმარტებით, რუსული ხორბლის ექსპორტზე ამ ეტაპზე საბაჟო ტარიფი არის 25 ევრო ტონაზე, თუმცა დაანონდებულია მისი 300 დოლარამდე გაზრდა.

„პროცესები, რაც მიდის რუსულ ბაზარზე, არის დროებითი. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი გაგრძელდება აპრილის დასაწყისამდე და შემდგომ ხორბლის ფასი დაიწყებს შემცირებას როგორც ყოველთვის. ამასთან, საქართველოს ყოველთვის შეეძლება სხვა ქვეყნებიდან მაგალითად ფრანგული, უნგრული, ამერიკული ხორბალი შეიძინოს. დივერსიფიცირების პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ფასის პრობლემა კვლავ რჩება. ფასი იქნება ის, რაც არის საერთაშორისო ბაზარზე,“-აცხადებს კუბლაშვილი.

2020 წლის 10 თვეში საქართველოში რუსეთიდან 97.5 მლნ დოლარის ღირებულების ხორბლისა და მესლინის იმპორტი (448.4 ათასი ტონა) განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system