თავში

რუსეთი - პოსტსაბჭოთა ქვეყნების თავის ტკივილი

რუსეთი - პოსტსაბჭოთა ქვეყნების თავის ტკივილი
რუსეთი - პოსტსაბჭოთა ქვეყნების თავის ტკივილი

დღეს ევროპის რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან სეიმში, რათა ბოლოსდაბოლოს შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აღუდგინონ თუ არა რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება. ამის შესახებ ლატვიის პრესა იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატთა უმრავლესობამ საზაფხულო სესიაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებების აღდგენას.

რუსეთის დელეგაციის იზოლაციის დასრულების მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიალოგი კომუნიკაციის ბევრად უკეთესი ფორმაა, ვიდრე უპასუხო ბრალდება და ბოიკოტი.

ანალიტიკოსების ნაწილი ამტკოცებს, რომ ევროსაბჭო აწყობს კიდეც რუსეთის დაბრუნება, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს საწევროს გადასახადის გადახდა ევროსაბჭოს ბიუჯეტში.

დათანხმდებიან თუ არა ევროდელეგატები რუსეთისთვის უფლებამოსილების სრულ აღდგენას დავალიანების გადახდის გარეშე და დასჯერდებიან თუ არა მხოლოდ 2019 წლის საწევროს,-ეს დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა.

საბჭოს წევრთა ნაწილი კვლავ რჩება თავის ძველ პოზიციაზე და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსი კოლეგების უფლებამოსილების განახლებას. მათ შორისაა ლატვიის სეიმის დელეგაცია.

ლატვიელი პოლიტიკოსები, როგორც წესი, გამოირჩევიან „ანტირუსული“ გამოსვლებით. ლატვიის პოზიციაა: ან ჩამოერთვას რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა, ან შეასრულოს ამ სახელმწიფომ საერთაშორისო ვალდებულებები და დახვეწოს საშინაო პოლიტა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

რა სახის კოორდინაცია არის შესაძლებელი ევროსაბჭოს ფორმატში რუსეთთან მიმართებაში, ამაზე სათათბიროდ დღეს იკრიბებიან საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები ლიტვადან, ესტონეთიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან და უკრაინიდან.

კიევის დელეგაციას ხელმძღვანელობს ახლადდანიშნული ვერხოვნას რადას დეპუტატი ზელენსკის პარტიიდან ("ხალხის მსახური") ბოგდან იარემენკო, რომელიც იყო გენერალური კონსული ჯერ ედინბურგში, შემდეგ სტამბოლში.

შეგახსენებთ, რუსეთი ევროსაბჭოს დავალიანების გადახდაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს 2017-2018 წელს დაგროვილი დავალიანების გადახდას, რადგან ამ დროს რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს ინსტიტუტების მუშაობაში არ მონაწილეობდა.

2017-2018 წლებში რუსეთის დავალიანება 55 მილიონ ევროს შეადგენს. მანამდე რუსეთმა ევროსაბჭოს 2019 წლის საწევრო გადასახადი 33 მილიონი ევრო დაფარა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ნაწილობრივ გასულ კვირას აღუდგინა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლიდან ყირიმის უკანონო ანექსიის გამო მოქმედებდა.

ევროსაბჭოს წევრების მიერ რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება შვიდი ქვეყნის დელეგაციამ და მათ შორის, საქართველომ, ეკრაინამ და ლატვიამ  გააპროტესტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system