თავში

რუსეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება

რუსეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება

სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანებს შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 1 032 500 აშშ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 98 172 400 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 92 267 400 დოლარით; მე-3 ადგილზე კი 43 908 700 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია;

ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი იკავებენ, შესაბამისად, 22 371 900 და 19 065 300 დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში 139 360 600 დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა.

მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 61 059 500 დოლარი შეადგინა; მას კი 23 825 700 დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს.

რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ნავთობის აირები და ზეთი მზესუმზირის ინაწილებენ, შესაბამისად, 22 066 200 და 21 410 000 დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system