თავში

რუსეთი თუ საქართველო - ვინ გახდება სატრანსპორტო ჰაბი

რუსეთი თუ საქართველო - ვინ გახდება სატრანსპორტო ჰაბი
რუსეთი თუ საქართველო - ვინ გახდება სატრანსპორტო ჰაბი

ტამანის პორტი, რომელსაც ქერჩის სრუტეში რუსეთის კონსორციუმი ავითარებს, ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია. ამის შესახებ Report.ge - ს ვასილ ურუშაძემ განუცხადა. სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმის, "ჰაბ ჯორჯიას", პრეზიდენტის თმით, რუსეთი თავად ცდილობს გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბი. ექსპერტი განმარტავს, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად ის საქართველოს ჩამოცილებას ცდილობს. ამიტომ ექსპერტი ანაკლიის პორტის საკითხის სწრაფ მოგვარებას და პორტის მშენებლობის დაჩქარებას ითხოვს.

ვასილ ურუშაძის თქმით, რუსეთის მთავრობა ტამანის პორტის პროექტში 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარს აბანდებს, კერძო ინვესტორი კი ამ პროექტში 2 მილიარდ ნახევარ დოლარს დებს. მათი გეგმით, პორტის გამტარუნარიანობამ 2024 წლისთვის 67 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს. შარშან პორტი 14 მილიონ ტვირთს მოემსახურა.

ვასო ურუშაძე გვიხსნის, რომ ტამანის პორტი იმავე საგზაო ინფრასტრუქტურას იყენებს, რომელსაც ქერჩის სრუტეზე ახლადაშენებული სამ მილიარდნახევრიანი ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. უკრაინა ხიდის არსებობას დიდი ხანია აპროტესტებს, რადგან ის ხელს უშლის დიდი გემების გავლას და აბრკოლებს აზოვის ზღვისკენ მიმავალი ხომალდების 23%-ს. შედეგად კი უკრაინის მარიუპოლის პორტი წლიური ტვირთბრუნვის 43%-ს დაკარგავს. ექსპერტი განმარტავს, რომ უკრაინაზე არანაკლებ დაზარალდება საქართველო, თუ ანაკლიი პორტი უსწრაფესად არ აშენდება და მისი მენეჯმენტი აქტიურად არ იმუშავებს ტვირთნაკადის სათავისო მომართვაზე.

"რუსეთი ყველანაირად ცდილობს საქართველო იყოს ჩიხი, მათ პირდაპირ ინტერესშია ანაკლიის პორტის ჩავარდნა. სამწუხაროა, რომ ჩვენი შიდაპოლიტიკა, ნებსით თუ უნებლიეთ, ემთხვევა და ემსახურება რუსეთის ინტერესს, წყალს ასხამს სწორედ რუსეთის წისქვილზე. სტაგნაცია გვაქვს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის წინსვლის საქმეშიც. არადა, გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა სატრანზიტო ჰაბი გავხდეთ ჩვენ. ჩვენ ბევრად მომგებიან ადგილას ვართ, ვიდრე რუსეთი," - აცხადებს "ჰაბ ჯორჯიას", პრეზიდენტი, ვასო ურუშაძე.

ექსპერტი Report.ge - ს უხსნის, თუ საქართველო შეძლებს და გახდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ეს მისცემს ბიძგს საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს მრავალი მიმართულებით და იქცეს რეგიონალურ საფინანსო, სავაჭრო, საგანმანათლებლო, აგრარულ, ინტელექტუალურ და ბიზნეს მიზიდულობის ცენტრად. ვასო ურუშაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, ანაკლიის პორტმა უნდა შეასრულოს ეკონომიკური კარიბჭის ფუნქცია ცივილიზაციათა გზაგასაყარზე, რაც ჯაჭვურად გამოიწვევს რკინიგზის და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას მთლიანად ქვეყანაში.

"ამ ამბიციურ, მაგრამ უალტერნატივო ხედვას, საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი, სჭირდება გრძელვადიანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რაც პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ამგვარი განვითარების საკითხს, არის ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურება ჩვენი მტრების ინტერესებს“ - ამბობს ვასო ურუშაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system