თავში

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - შემცირდა

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - შემცირდა
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. 

ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება 2018 წლის მაჩვენებელს(13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ).

ესკოს მონაცემებით, 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა 7,8%-ით და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგია რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) მიიღო. 

გასულ წელს რუსეთიდან იმპორტის ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა.


2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოდან თითქმის 59%-ით ნაკლები ელექტროენერგია (243.4 მლნ კვტ.სთ) გაიყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system