თავში

რუსეთიდან თურქეთში ხორბალი საქართველოს გავლით გადაიზიდა

რუსეთიდან თურქეთში ხორბალი საქართველოს გავლით გადაიზიდა
რუსეთიდან თურქეთში ხორბალი საქართველოს გავლით გადაიზიდა

ზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ, შპს ADY Express-მა რუსეთიდან მარცვლეული გადაზიდა თურქეთში ბაქო – თბილისი – ყარსის (BTK) რკინიგზით.

13 დახურული ვაგონით 780 ტონა მარცვლეული რუსეთის სადგურ „თათარსკაიადან“ (დასავლეთ ციმბირის რკინიგზა) გამოვიდა, ხოლო 8 ვაგონში 480 ტონა ხორბლის ქატო გაიგზავნა შადრინსკის სადგურიდან (სამხრეთის ურალის რკინიგზა). რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სადგურის გავლის შემდეგ საქონელი მიიტანეს ბოიუქ-კესიკში, საიდანაც თვირთი საქართველოში, ახალქალაქის სადგურში შევიდა. აქ ვაგონებს ბორბლები შეუცვალეს და ტვირტმა გეზი თურქეთის ქალაქ ყარსისკენ აიღო.

მარცვლეულმა ჯამში გაიარა 4,745 კმ მანძილი და ხოლო ხორბლის ქატოს ტრანსპორტირება 4,054 კმ მანძილზე მოხდა.

ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა შპს ADY Express- ი თავის პარტნიორებთან - RJD Logistics (რუსეთი), GR Logistics (საქართველო) და Pacific Eurasia Logistics (თურქეთი).

BTK რკინიგზა უფრო მომგებიან დერეფნადაა მიჩნეული ამგვარი საქონლის ტრანსპორტირებისთვის, ვიდრე ტრადიციული საზღვაო ტრანსპორტი. BTK– ის საშუალებით შესაძლებელია მცირე მოცულობის ტვირთის უწყვეტი ტრანსპორტირება, რაც მანამდე გემებით ხდებოდა. გემთმფლობელებს მოეთხოვებოდათ ნოვოროსიისკის პორტში დალოდებოდნენ გემის დატვირთვას თურქეთში ტვირთის გასაგზავნად. ეს იწვევდა დამატებითი ხარჯებს. გარდა ამისა, საქონლის ტრანსპორტირება BTK– ით 2 ჯერ ამცირებს საქონლის მიწოდების დროს. ტვირთების მეპატრონეები გეგმავენ ასეთი ტვირთების რეგულარულად გაგზავნას თურქეთში ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system