თავში

რუსეთის მიერ საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურება ცალკე პროცედურით გადაწყდება

რუსეთის მიერ საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურება
რუსეთის მიერ საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურება ცალკე პროცედურით გადაწყდება

"რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი,"- ამის შესახებ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა. 

ამავდროულად იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას იმის შესახებ, თუ სარჩელის რა მუხლების დარღვევა დაადგინა სასამართლომ:


" სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,
"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს დღეს 12-წლიანი დავა მოუგო.  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა მხარემ სასამართლოს 700-მდე მტკიცებულება წარუდგინა. სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა.

შეგახსენებთ, საქართველომ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და ის სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system