თავში

რუსეთმა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი გაზარდა, თუმცა წააგო

რუსეთმა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი გაზარდა, თუმცა წააგო
რუსეთმა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი გაზარდა, თუმცა წააგო

Reuters-ის თანახმად, აპრილში ჩინეთმა რუსეთისაგან შეისყიდა 7.2 მილიონი ტონა ნავთობი, ანუ 17.4 %-ით მეტი, ვიდრე გასული წლის აპრილში. 

შედეგად, რუსეთმა გაუსწრო საუდის არაბეთს ჩინეთში ნავთობის ექსპორტში. ჩინეთში არაბული ნავთობის გაყიდვა შემცირებულია 18 %-ით. 

ნავთობის აპრილის მიწოდება ჩინეთში რუსეთისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, რადგან ფაქტობრივი საექსპორტო ფასი უარყოფითია. 

"გადასახადების და სატრანსპორტო ხარჯების გასტუმრების შემდეგ ერთ ბარელ ნავთობზე კომპანიებმა დაკარგეს საშუალოდ 3 დოლარი ბარელზე," - აცხადებენ Argus-ის ანალიტიკოსები.

თუ საოპერაციო ხარჯებსაც გავითვალისწინებთ, ხარჯები ადის 6-8 დოლარამდე ბარელისათვის.

ამგვარად, რუსეთის მიერ ჩინეთში გაყიდული ნავთობი რუსეთს დაუჯდა 420 მილიონი დოლარი, ხოლო აპრილის თვეში ყველა მიმართულებით განხორციელებული ექსპორტის შედეგად საერთო ხარჯებმა მიაღწია 1 - 1.2 მილიარდ დოლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system