თავში

რუსეთმა და თურქეთმა ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში გადაიყვანეს

რუსეთმა და თურქეთმა ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში გადაიყვანეს
რუსეთმა და თურქეთმა ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში გადაიყვანეს

რუსული მედია  რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ  რუსეთი და თურქეთი გეგმავენ გააფართოვონ სავაჭრო ურთიერთობები რუბლებში და ლირებში, რუსული პლასტიკური ბარათების თურქეთში გამოყენების გააქტიურებაზე და თურქული ბანკების მიერთებაზე SWIFT-ის რუსულ ანალოგთან. შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და მისმა თურქ კოლეგა, ბერატ ალბაირაკმა. დოკუმენტის მიზანია თანდათანობითი გადასვლა ერთმანეთთან შორის ვაჭრობაში დოლარიდან რუბლებზე და ლირებზე. თუმცა, ეს არაა მარტივი საკითხი და ამისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება და კომპანიებს შორის ანგარიშსწორების უწყვეტობის უზრუნველყოფა - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეორე შეთანხმება ეს არის საგარეო ვაჭრობის დედოლარიზაციასთან დაკავშირებული რუსეთის მიერ დადებული მეორე შეთანხმება - პირველი იყო ჩინეთთან, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილის ალექსეი მოისეევის თქმით, ის იყო მხოლოდ მთავრობათაშორისი მემორანდუმი, რომელიც ატარებდა ჩარჩო ხასიათს და არ იყო სავალდებულო მხარეებისთვის.

თურქეთთან ამჟამინდელი გარიგება ითვალისწინებს მთელ რიგ კონკრეტულ ღონისძიებებს - რუსული ბარათების მიღების ინფრასტრუქტურის ზრდას თურქეთში, თურქული ბანკების მიერთებას SWIFT-ის რუსულ ანალოგთან, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას რუბლებში და ლირებში ორივე ქვეყნის ბაზრისთვის.
რუსული SWIFT, (ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა СПФС) შეიქმნა 2014 წელს, როდესაც რეალურად დადგა რუსეთის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვის საფრთხე. მასში მონაწილეობს თითქმის 400 სუბიექტი, ძირითადად, რუსული სახელმწიფო კორპორაციები და ბანკები.

უცხოელებს შორის რუსული სისტემა არ სარგებლობს დიდი მოთხოვნით. მასში მონაწილეობს მხოლოდ ბელორუსული „Белгазпромбанк“, რომელიც ეკუთვნის „გაზპრომს“ და ყაზახური ევრაზიული ბანკი. 2019 წელს რუსეთმა შეწყვიტა SWIFT-ის გამოყენება იარაღით ვაჭრობის გარიგებებში.

რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანასთან რუსეთის ვაჭრობის 20% უკვე მიმდინარეობს ეროვნულ ვალუტებში. თუმცა, ვაჭრობის 65% მაინც დენომინირებულია დოლარებში, ხოლო 13% - ევროში.

2018 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის და თურქეთის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეადგენს 25,6 მლრდ. დოლარს.

ვაჭრობის დედოლარიზაციაზე რუსეთი და თურქეთი პირველად შეთანხმდნენ 2014 წლის სექტემბერში. ხოლო 2018 წელს მათ შორის მოხვდა დიდი ფინანსური გარიგება ეროვნულ ვალუტაში - კერძოდ, რუსეთმა მიჰყიდა თურქეთს საზენიტო კომპლექსი С-400 დოლარების გარეშე. 2019 წლიდან რუსულ ბარათებს მოემსახურება თურქეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი - Isbank.

2019 წელს რუსეთმა მოაწერა ხელი ანალოგიურ მემორანდუმს ჩინეთთან, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ჯერაც არაა ხელმოწერილი პეკინის მხრიდან ნაკლები ინტერესის გამო.
მოსკოვმა ასევე დადო ხელშეკრულება ვაჭრობის დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ყირგიზეთთან, ასევე იგეგმება ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების ზრდა ინდოეთთან, იაპონიასთან, მონღოლეთთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან და ეგვიპტესთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system