თავში

რუსეთმა დაიწყო ქვანახშირის რეგულარული გადაზიდვა ჩინეთში

რუსეთმა დაიწყო ქვანახშირის რეგულარული გადაზიდვა ჩინეთში
რუსეთმა დაიწყო ქვანახშირის რეგულარული გადაზიდვა ჩინეთში

„რუსეთის რკინიგზებმა“ დაიწყო ქვანახშირის რეგულარული გადაზიდვა ჩინეთში 20-ფუტიანი ღია კონტეინერებით. ქვანახშირის რეგულარული ტრანსპორტირება ჩინეთში ტრანს-ბაიკალური რკინიგზით მოხდება.

უნივერსალური ბაქნები აღჭურვილია ფიტინგიანი საყრდენებით. ასეთ კონტეინერებში ფხვიერი ტვირთი ზემოდან იყრება, უფრო ადვილია სასაზღვრო სადგურებში კონტეინერების გადატვირთვა ერთი ბაქნიდან მეორეზე. ასეთი მიდგომა ტრადიციულ სეზონურ პრობლემასაც აგვარებს, რაც უკავშირდება შეყინული ქვანახშირის გადმოცლას, რის გამოც ნახევარვაგონები რამდენმე დღე-ღამის განმავლობაში იდგნენ ჩინეთის ტერიტორიაზე.

ერთ 20-ფუტიან ღია კონტეინერში საშუალოდ ეტევა 34 ტონა ქვანახშირი. მაშასადამე, ერთ ბაქანზე, რომელიც ორ კონტეინერს იტევს, გადაიზიდება 68 ტონა ქვანახშირი, რაც ნახევარვაგონებში გადაზიდვის მოცულობის თანაზომადია. სრულყოფას განაგრძობს მიტანის ტექნოლოგიაც. თუ თავიდან ქვანახშირით დატვირთული კონტეინერის სასაზღვრო კონტროლს და საბაჟო ოპერაციებს დაახლოებით 4 სთ სჭირდებოდა, ახლა ამ პროცედურაზე 1.5 სთ-ზე ნაკლები იხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system