თავში

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეაჩერა

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეაჩერა
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეაჩერა

რუსეთმა ხორბლისა და სხვა მარცვლეული პროდუქტების (ჭვავის, ქერის, სიმინდის) ექსპორტი შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის  სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.  

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს. ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს. 

31 მარტს რუსეთის მთავრობამ ესპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა. 2 აპრილს გამოქვეყნებული ბრძანებით, კვოტის მოცულობა 7 მილიონ ტონას შეადგენდა და მისი ექსპლუატაცია მიმდინარე წლის 30 ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო. როგორც რუსული მედია იუწყება, ქვეყანამ აღნიშნული კვოტა სრულად ამოწურა. სწორედ ამის გამო  სამინისტრომ მარცვლეულის აკრძალვის შესახებ  მიიღო გადაწყვეტილება.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს სახელმწიფოსთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტის მარაგს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system