თავში

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე საბაჟო ტარიფი 50 ევრომდე გაზარდა

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე საბაჟო ტარიფი 50 ევრომდე გაზარდა
რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე საბაჟო ტარიფი 50 ევრომდე გაზარდა

რუსეთში საბაჟო ტარიფისა და არასატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე მარცვლეულის კვოტირებული მოცულობის ფარგლებში საექსპორტო გადასახადის განაკვეთების გაზრდას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეკომიტეტის ინიციატივით, 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, კვოტირებული მოცულობის ფარგლებში ხორბალსა და მესლინზე საექსპორტო გადასახადი 1 ტონაზე 50 ევროთი; 1 ტონა სიმინდზე 15 მარტიდან 25 ევროთი; ქერზე კი 10 ევროთი განისაზღვრა. აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით, ჭვავის ექსპორტზე გადასახადის დაწესება არ იგეგემება.

იმის გამო, რომ საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია, ქართველი იმპორტიორები შიდაბაზარზე ხორბლის გაძვირდებას ელოდებიან. 

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარის ლევან სილაგავას შეფასებით,  რუსეთის მიერ ხორბლის მიწოდების ფასის ზრდა საქართველოზე ნეგატიურად აისახება, საერთაშორისო ბირჟებზე კი აღნიშნულმა სერიოზული რყევები გამოიწვია.

პურზე ფასის შესანარჩუნებლად მთავრობას სუბსიდიის გაზრდა მოუწევს.

შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system