თავში

რუსეთმა შესაძლოა ნავთობის წარმოების შემცირებული კვოტების გახანგრძლივება მოითხოვოს

რუსეთმა შესაძლოა ნავთობის წარმოების შემცირებული კვოტების
რუსეთმა შესაძლოა ნავთობის წარმოების შემცირებული კვოტების გახანგრძლივება მოითხოვოს

რუსეთი, ოპეკ+-ის წევრ ქვეყნებთან, ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე შესაძლოა ნავთობწარმოების შემცირების პირობების გამკაცრების ინიციატივით წარსდგეს. 

ოპეკ+-ის შეთანხმების მიხედვით, ივლისში წარმოება დღეღამეში 9,7 მილიონი ბარელიდან, 8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირებული. რუსეთმა შესაძლოა მსგავსი კვოტებით ნავთობწარმოება კიდევ ორი თვით, 2020 წლის სექტემბრამდე მოითხოვოს. 

ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა 26 მაისს ნავთობკომპანიებთან შეხვედრისას ისაუბრა. რუსეთის პოზიციის გამკაცრების მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ საუდის არაბეთი ზეწოლას ანხორციელებს და ამტკიცებს, რომ ნავთობის ფასები დამაკმაყოფილებელი არაა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა პროდუქტზე იზრდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ნავთობკომპანიები კვოტების გახანგრძლივების თემაზე ვერ შეთანხმდნენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system