თავში

რუსეთმა "თურქულ ნაკადში" გაზი უკვე გაუშვა

რუსეთმა თურქულ ნაკადში გაზი უკვე გაუშვა
რუსეთმა თურქულ ნაკადში გაზი უკვე გაუშვა

რუსეთმა „თურქული ნაკადის“ საზღვაო მონაკვეთის ორი მილსადენიდან ერთის შევსება ბუნებრივი გაზით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პროექტის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, გაზსადენის ექსპლოატაციაში საბოლოო გაშვებამდე ეს ბოლო საცდელი ეტაპია.

გაზსადენის ოპერატორი კომპანიის ცნობით, მილის გაზით შევსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქეთისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რუსული გაზით მომარაგების დასაწყებად.

გაზსადენის „თურქული ნაკადი“, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან თურქეთამდე შავი ზღვის ფსკერზე გადის, კომერციულ ექსპლოატაციაში გაშვება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system