თავში

რუსეთში ახალგაზრდა ოჯახებზე იპოთეკურ სესხებს 2% -ში გასცემენ

რუსეთში ახალგაზრდა ოჯახებზე იპოთეკურ სესხებს 2% -ში გასცემენ
რუსეთში ახალგაზრდა ოჯახებზე იპოთეკურ სესხებს 2% -ში გასცემენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შორეული აღმოსავლეთის ახალგაზრდა ოჯახებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები იპოთეკურ სესხებს 2%-ში აიღებენ. ამის შესახებ იტყობინება TASS.

რუსეთის მეთაურმა ამის შესახებ მან ვლადიკავკასში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ახალგაზრდა ოჯახებს შეეძლებათ სესხის აღება, ბინის ან სახლის შესაძენად, მხოლოდ 2% -ით წელიწადში. მისი განმარტებით, ეს პროგრამა წელსვე დაიწყება და ხუთი წლის მანძილზე იმოქმედებს. 

აქამდე შორეულ აღმოსავლეთში იპოთეკური სესხის ყოველწლიური შეღავათიანი განაკვეთი 5% იყო.

როგორც TASS - ი წერს, ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც ანალიტიკოსებმა ამ ტრეგიონში ახალგაზრდების მხრუიდან იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის ზრდა დააფიქსირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system