თავში

რუსეთში ინფლაცია 5-წლიან მაქსიმუმზეა

რუსეთში ინფლაცია 5-წლიან მაქსიმუმზეა
რუსეთში ინფლაცია 5-წლიან მაქსიმუმზეა

რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი ზედიზედ რამდენიმე თვეა ჩქარდება, ხოლო სექტემბრის ბოლოს ინფლაციამ 5-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია წერს.

გამოცემის ცნობით,  რუსეთს ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა 2016 წლის შემდეგ არ ახსოვს. ქვეყანაში განსაკუთრებით მომატებულია ბოსტნეულის, ხორცისა და ავტომობილების ღირებულება.

რუსეთის სტატისტიკის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტემბრის სამომხმარებლო ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ წლიური თვალსაზრისით - 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში - სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები 7.4%-ით გაიზარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ინფლაცია  7.4%-ს შეადგენდა, რუსეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ფასები დაახლოებით  15-17%-ით არის მომატებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system