თავში

რუსეთში ინფლაცია 8%-ზეა

რუსეთში ინფლაცია 8%-ზეა
რუსეთში ინფლაცია 8%-ზეა

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე მაღალი ფასი რუბლს სიმყარეს  უნარჩუნებს, რუსეთში წლიური ინფლაცია 8%-ს აღწევს, ხოლო სამრეწველო ინფლაცია 10.5%-იან ნიშნულზეა.

ქვეყანაში გაძვირებულია სასურსათო პროდუქტები, კერძოდ 20%-ით არის მომატებული ფასი წიწიბურაზე, 30%-ით გაძვირდა კვერცხი და ქათმის ხორცი, 15%-ით - საქონლისა და ღორის ხორცი, ხოლო 10%-ით - ფქვილი და ვერმიშელი.

ამას გარდა, რეკორდულად არის მომატებული ბოსტნეული ფასი. კიტრი და პომიდორი 50%-ით არის გაძვირებული, კარტოფილი - 70%-ით, კომბოსტო - 90%-ით, სტაფილო - 40%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system