თავში

რუსეთში, შესაძლოა, კრიპტოვალუტები აიკრძალოს

რუსეთში, შესაძლოა, კრიპტოვალუტები აიკრძალოს
რუსეთში, შესაძლოა, კრიპტოვალუტები აიკრძალოს

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში კრიპტოვალუტაში ინვესტიციების აკრძალვას გეგმავს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური სტაბილურობისთვის რისკებს შეიცავს. ახალი რეგულაციების შემუშავებისთვის ცენტრალური ბანკი  ბაზრის მონაწილეებთან და ექსპერტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალვა გავრცელდება კრიპტოვალუტის ახალ შესყიდვებზე, მაგრამ არა წარსულში შეძენილ ციფრულ აქტივებზე. 

13 დეკემბერს რუსეთის ბანკმა გამოაქვეყნა დირექტივის პროექტი, რომელიც აფართოებს საინვესტიციო აქტივების სიას ურთიერთსაინვესტიციო ფონდებში და ასევე კრძალავს მათ ინვესტირებას ციფრულ აქტივებსა და ინსტრუმენტებში.

ნოემბრის ბოლოს ცენტრალურმა ბანკმა ციფრული აქტივებით რუსების ტრანზაქციების წლიური მოცულობა 5 მილიარდ დოლარად შეაფასა. ცენტრალურმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი მომხმარებლები ციფრული ვალუტის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეები არიან. 

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ინდოეთი გეგმავს აკრძალოს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. აღნიშნულ საკითხს ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე განიხილავს.

მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

ნახეთ, რომელია ტოპ-10 კრიპტო-მეგობრული ქვეყანა.

გაეცანით, 10 ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის ჩამონათვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system