თავში

რუსეთში სიტუაცია უარესდება

რუსეთში სიტუაცია უარესდება
რუსეთში სიტუაცია უარესდება

ოფიციალური ინფორმაციით რუსეთში ახლა კორონავირუსით დაინფიცირებული 840 ადამიანია, აქედან 3 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 

გასაკვირი არაა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთშიც გაუარესდა. ნათობის ფასის ვარდნასთან ერთად გაიზარდა დოლარის ფასიც, რამაც 79 რუბლს გადააჭარბა. 

მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, რუსეთის მთვრობამ მიიღო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება და 27 მარტიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს. ამასთან 5 მარტამდე მოსკოვში დაიკეტება ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და აფთიაქებისა.

კორონავირუსით გამოწვეული პანიკის გამო, ბანკის მომხმარებლები კრედიტების გადავადებას ითხოვენ და თანხის გადახდაზე უარს ამბობენ. ამასთან, პანიკის ფონზე მოსახლეობამ სურსათის მომარაგება და იწყო, და ექსპერტების აზრით, მოსახლეობამ 4 თვის სამყოფი პროდუქტი მოიმარაგა, რაც თავის მხრივ დეფიციტს ქმნის და ფასებს აძვირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით დაავადებული ადამიანების რიცხვი საკმაოდ ცოტაა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით,  მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის შეფასებით დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system