თავში

რუსეთი მეთანის გაჟონვის მონაცემებს მალავს - Washington Post

რუსეთი მეთანის გაჟონვის მონაცემებს მალავს - Washington Post
რუსეთი მეთანის გაჟონვის მონაცემებს მალავს - Washington Post

რუსეთში უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მეთანი იჟონება, მაგრამ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს და მოძველებული ინფრასტრუქტურიდან ბუნებრივი აირის წარმოების შემცირებას არ გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

გაზეთის გამოძიება 4 ივნისს "ურენგოი - ცენტრი 1-ის" მილსადენიდან მეთანის გაჟონვას ეძღვნება.

„სხვა ეპოქაში მასიური გაჟონვა შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი, რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 520 მილის სიმაღლეზე,  მეთანისა და სხვა გაზების კვალს ავტომატურად აფიქსირებს. 4 ივნისს 11:01 საათზე თანამგზავრმა აღმოაჩინა მეთანის გაჟონვა. 

რუსული "გაზპრომის" თანამშრომლები ჩქარობდნენ მილსადენის ხარვეზის გამოსწორებას და მეთანის გაჟონვის შეჩერებას. ორი კვირის შემდეგ "გაზპრომმა" აღიარა მეთანის კოლოსალური რაოდენობის გაჟონვა, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის გამჟღავნებაზე", - წერს გამოცემა.

თუმცა, სატელიტმა გაჟონვის სავარაუდო ადგილი აღმოაჩინა და იგი მოსკოვიდან 490 კილომეტრში მდებარეობს. 

მეცნიერები და მარეგულირებლები თანხმდებიან, რომ გლობალურ დათბობაზე სწრაფი ზემოქმედების ერთ-ერთი სწორი გზა  ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მეთანის ემისიების დადგენა და შემცირებაა.

"თუმცა, იმისდა მიუხედავად, რომ მეთანის გამონაბოლქვის ზრდა იწვევს გლობალურ დათბობას, რუსეთი არ აპირებს შეაჩეროს ბუნებრივი აირის წარმოება", - აღნიშნავს გამოცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system