თავში

რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის მშენებლობა გადაიდო

რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის მშენებლობა გადაიდო
რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის მშენებლობა გადაიდო

ქალაქ რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო პუნქტ "წითელ ხიდამდე" ახალი გზა უნდა აშენებულიყო, თუმცა  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო  გზის მშენებლობა გადაიდო.  ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

ცქიტიშვილის განმარტებით, ზოგიერთი პროექტი აუცილებლად გადაიდება და მათ შორის მოხვდა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მონაკვეთებიც. პროექტები 2023 წლამდე გადაიდო. 

,,ჩვენ ყველას ასევე გვიწევს დეფიციტთანაც გამკლავება, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა და შესაბამისად გაზრდილი სამედიცინო ხარჯების, გაზრდილი ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ხარჯების დაკომპენსირება სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად ის სამუშაოები, რომლებიც ჩვენ შეგვეძლო რომ დაგვეწყო 2021 წელს გარკვეულ პროექტებზე, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს ამ პროექტების უფრო გვიან დაწყება. შესაბამისად, იგივე ეხება წითელი ხიდის და სადახლოს მონაკვეთებს და ჩვენ 2023 წლამდე ფიზიკურად ვერ დავიწყებთ არა იმიტომ, რომ არ ვართ მზად, არამედ იმიტომ, რომ ის ფინანსური და ფისკალური ჩარჩო, რომელიც არის შედგენილი, ჩვენ ამის საშუალებას, სამწუხაროდ, არ მოგვცემს”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა, ისევე როგორც საგარეჯო-თბილისის ავტომაგისტრალის კეთილმოწყობა, აზერბაიჯანული მხარის ინტერესისა და ყურადღების ცენტრშიცაა. ორივე მონაკვეთი საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის სატრანზიტო დანიშნულების მაგისტრალებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system