თავში

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას არ თანხმდებიან

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციი
რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას არ თანხმდებიან

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას ხელფასის 125-250 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით არ თანხმდებიან. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საწარმოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო ის შეთავაზება, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებს წარუდგინეს. 

"თანამშრომლებს, ვისი თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება არის არაუმეტეს 1 000 ლარისა, გაეზარდოთ დარიცხული ხელფასი 250 ლარით. თანამშრომლებს, ვისი თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება არის 1 000 ლარსა და 1 500 ლარს შორის, გაეზარდოს დარიცხული ხელფასი 125 ლარით", - ნათქვამია ადმინისტრაციის შეთავაზებაში.

რუსთავის აზოტი ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს განაცდური დღეების ანაზღაურება და ასევე, ჩაურიცხოს თითოეულ მათგანს სააღდგომო პრემია 50 ლარის ოდენობით. 

გაფიცული თანამშრომლები შეთავაზებას არ თანხმდებიან და ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. 

ფოტო: ტვ4

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system