თავში

რუსთავში სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ
რუსთავში სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეებმა დილით დახლები აღარ გახსნეს და სამუშაოზე უარი განაცხადეს.

ისინი ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადმინისტრაციამ მათ ყოველდღიური გადასახადი 2 ლარით გაუზარდა. მათი თქმით, ისინი დღემდე 80 სმ-იან დახლზე 3 ლარსა 50 თეთრს იხდიდნენ, ახლა 5 ლარისა და 50 თეთრის გადახდა მოუწევთ, ამას ემატება ელექტროენერგიის გადასახადი და თვეში ჯამში 700 ლარის გადახდა მოუწევთ.

„ბაზარში ხალხი აღარ შემოდის, უამრავი მაღაზიაა ქალაქში, რა უნდა ვქნათ, რით შევინახოთ ოჯახები. ამ გადასახადსაც გაჭირვებით ვიხდიდით და გაზრდილს საერთოდ ვერ გადავიხდით", - აცხადებენ ბაზრობაზე დასაქმებულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system