თავში

რუსული ხორბალი გაძვირდა

რუსული ხორბალი გაძვირდა
რუსული ხორბალი გაძვირდა

Tass.ru-ს ცნობით, ნოვოსიბირსკის რეგიონში ხორბლის ახალი მოსავლის ფასი გაზრდილია.

„მიმდინარე კვირიდან ჩვენ დავიწყებთ მიმდინარე წლის მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციას. მესამე ხარისხის ხორბლის საშუალო ფასი 1 ტონაზე 12 298 რუბლი იქნება, ხოლო მეოთხე ხარისხისაზე - 11 450 რუბლი. ხორბლის სარეალიზაციო ფასი 2019 წლის ფასზე მნიშვნელოვანად მაღალია და ხორბლის მეურნეობის რენტაბელობის მიმზიდველ დონეს აყალიბებს“, - განაცხადა რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ხორბლისგაძვირება გვალვებით მოსავლის შემცირებას უკავშირდება. რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრმა გვალვის შედეგად მიღებული ეკონომიკურ დანაკარგებზე საუბრობს და დასძენს, რომ ფინანსური ზარალი 5 მლრდ რუბლს აღემატება. მისი ინფორმაციით, ნათესი ფართობის მოცულობა კი, რომელსაც გვალვის შედეგად ზიანი მიადგა 730 ათას ჰა-ს შეადგენს, რაც ნათესების საერთო ფართის 33%-ია.

ცნობისთვის, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე გაზრდილია,, რასაც ოპოზიცია დანაშაულად მიიჩნევს და  რის გამოც ისინი დარწმუნებული არიან, რომ მალე საქართველოში პურ გაძვირდება.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის შეჩერებამ და ლარის უკიდურესად დასუსტებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც გაზარდა რუსული ხორბლის მოთხოვნა ჩვენ ბაზარზე. ჭიაბერაშვილი ამტკიცებს, საქართველოს უწევს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით იხელმძღვანელოს.

„ჩვენ მოქალაქეებს პურზე მოუწევთ უფრო და უფრო მეტი ფასის გადახდა. ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ პურის ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ. მისი განმარტებით, წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს.

"ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება", – ამბობს ხანიშვილი და დასძენს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

ცნობისთვის, რუსეთი ხორბლის იმპორტში გასული წლების განმავლობაშიც წამყვან პოზიციაზე იყო.

რუსული იმპორტი საქართველოში ყველაზე მეტად შემცირდა გასულ წელს, როცა, 2019 წლის 7 თვის მდგომარეობით, რუსეთზე ხორბლის იმპორტის 74.9% მოდიოდა, მის შემდეგ კი მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებდა. 2019 წლის ჯამური მაჩვენებლებით კი რუსული ხორბალი საქართველოს იმპორტის 87.3%-ს შეადგენდა.

2019 წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტის უმსხილესი მოცულობა განხორცეილდა შემდეგი ქვეყნებიდან:

1. რუსეთი - $90.6 მლნ დოლარი, 430,236 ტონა (2018 წ. – 95.8 მლნ დოლარი, 483,505 ტონა);
2. ყაზახეთი - $13.2 მლნ დოლარი, 56,248 ტონა (2018 წ. – 18.2 მლნ დოლარი, 88,865 ტონა);
3. აშშ - $1.1 მლნ დოლარი, 6,000 ტონა;
4. ირანი - $45.5 ათასი დოლარი, 230 ტონა;
5. თურქეთი - $24.1 ათასი დოლარი, 46 ტონა (2018 წ. – 672.5 ათასი დოლარი, 3 117 ტონა);

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის შვიდ თვეში ხორბლის იმპორტი ფულად გამოსახულებაში $49.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system