თავში

რუსული რუბლი გაუფასურდა

რუსული რუბლი გაუფასურდა
რუსული რუბლი გაუფასურდა

მოსკოვის ბირჟაზე, 6 იანვრის დილას, დოლარის კურსი რეკორდულად გაიზარდა და 77,34 რუბლი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის აპრილის შემდეგ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Forbes-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.

გარდა ამისა, გასული წლის აგვისტოს შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელი განაახლა ევრომაც. ამ დროისათვის ერთი ევრო 87 რუბლი ღირს. 

ამასთან, RVI ბაზრის ცვალებადობის ინდექსი („შიშის ინდექსის“ რუსული ანალოგი) 14,85%-ით გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, რუბლის გაუფასურება გეოპოლიტიკურ მოვლენებზე ინვესტორების შეშფოთებას უკავშირდება. კერძოდ, საუბარია ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system