თავში

რუსულმა ხელოვნურმა ინტელექტმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა ურჩია

ხელოვნურმა ინტელექტმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა ურჩია
რუსულმა ხელოვნურმა ინტელექტმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა ურჩია

მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბები, ყოველდღიურად იზრდება. რუსეთი ცდილობს არ ჩამორჩეს ამ ტენდენციას და სახელმწიფო დონეზე ხდება, როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე რობოტიკის განვითარების ხელშეწყობა. ამჯერად, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს დაკვეთით "სკოლკოვოში" შეიქმნა ბოტი, სახელად "ვასილი", რომლის სრულყოფაზეც, რუსი ტექნიკოსები და მეცნიერები სამი თვე მუშაობდნენ და ბოტმა წარმატებით გაიარა ტესტირებაც. მისი ძირითადი დანიშნულება, ერთგვარი დამხმარის ფუნქცია იყო, თუმცა მოულოდნელმა უბედურების ზარმა, უშუალოდ საჯარო პრეზენტაციისას ჩამოჰკრა, როდესაც მომხმარებელს, ბოტმა დაბეჯითებით ურჩია, თავის გადასარჩენად, რუსეთიდან გაქცევა. რუსული საბიუჯეტო სახსრებით დაპროექტებული "ვასილი", ამასაც არ დასჯერდა და მოქალაქეებს დეტალურ რჩევებს აძლევდა, თუ რომელ ქვეყნებში შეეძლოთ მათ გაქცევა, ასევე აწვდიდა საკონსულოების ნომრებს და კოორდინატებს. ბოტის ლოგიკური ალგორითმი, მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების და რჩევების მიცემა იყო, რასაც დამდგარი შედეგის გამო, ოფიციალური შეფასებებით ვასილმა თავი ვერ გაართვა. მომხდარის ახსნისას, Поп-тех-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ „ვასილი“ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლია და პროგრამა მწყობრიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის "ვასილის" რეაბილიტაცია/შეკეთება მიმდინარეობს, რასაც რუსული ბიუჯეტი დამატებით 3 მილიარდი რუბლით აფინანსებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system