თავში

Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს

Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს
Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს

ავიაკომპანია Ryanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს. 

კომპანიამ განრიგი ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 5 ივლისის რეისებზე.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი თავისი რეისების 40%-ის აღდენას პირველი ივლისადან გეგმავს.

ავიაკომპანია დღეში დაახლოებით 1 000-მდე რეისს შეასრულებს. 

რეკომენდაციების თანახმად, მგზავრებმა აეროპორტში სიცხე უნდა გაიზომონ. გარდა ამისა, მათ ნიღაბი უნდა ატარონ და ტერმინალებში ხელის სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენონ.

ასევე, თვითმფრინავის ბორტზე ტუალეტის რიგში დგომა იკრძალება. 

კომპანია მგზავრებს სთხოვს, რომ ონლაინ-რეგისტრაცია გაიარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system